მარიამ ჯაში: ქუთაისის პარლამენტის შენობას უფრო საინტერესო და მიმზიდველი ფუნქცია უნდა ჰქონდეს რეგიონისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისში მდებარე შენობას უფრო საინტერესო და მიმზიდველი ფუნქცია უნდა ჰქონდეს რეგიონისთვის.
“პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება არის, რომ მოხდეს კონცენტრირება საპარლამენტო მმართველობის და ყოველდღიური მუშაობის. ეს არის ყოველდღიური პოლიტიკური მმართველობის თვალსაზრისით გამართლებული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის შენობას მივცეთ ის ფუნქცია, რომელიც იქნება ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო მიმზიდველი რეგიონისთვის. არის არაერთი ალტერნატივა. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ ალტერნატივებზე და ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- განაცხადა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან პარლამენტის თბილისში სრულად გადმოსვლა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები