ხორავას საქმეზე უმრავლესობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის მუშაობა დასრულდა, თუმცა მწვავე დაპირისპირება გრძელდება. დღეს ევროპულმა საქართველომ დატოვა სხდომა, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ რეზოლუციას განიხილავდნენ. დეპუტატების ამ ნაბიჯს კი, უმრავლესობამ გაქცევა უწოდა.
დაპირისპირება პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ კომისიის მუშაობის შედეგად მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა არც ერთი უწყებიდან არ დადგინდა. ასევე, პოლიტიკური მოტივით ამ საქმეში არავინ ჩარეულა. თუმცა ეს პოზიცია ევროპული საქართველოსთვის მიუღებელია.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტს პარლამენტმა კენჭი უყარა.
დადგენილების პროექტს 73-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთი წინააღმდეგი იყო.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები