ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის კადრები ვრცელდება (ვიდეო)

ქრონიკამ“ თბილისის ცენტრში 20 სექტემბრის ღამით მომხდარი სისხლიანი გარჩევის ექსკულუზიური კადრები მოიპოვა.ვაკეში გუშინ ღამით, ორი ახლაგაზრდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით დაჭრეს. ჩხუბში ათამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სათვალთვალო ვიდეო -კამერამ მონაწილეები სწორედ მაშინ დააფიქსირა, როცა ისინი ინციდენტის ადგილს ტოვებდნენ. დაჭრილების მდომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილთა ასაკი 25 წლამდეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით -ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები