დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბი “ველსი” მესამე იურიდიულ პირებთან თანამშრომლობის შესახებ განცხადებას აკეთებს (ვიდეო)

დამოუკიდებელ ტრეიდერთა კლუბი “ველსი”, რომელიც წარმოადგენს სს საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია “ველსის” დამფუძნებელ სტრუქტურას, მესამე იურიდიულ პირებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ფინანსური ბაზრების მიმართ ჩვენს გუნდს პირველივე დღიდან სრულად გამჭვირვალე დამოკიდებულება აქვს. კომპანია სხვა ანალოგებისაგან იმით გამოირჩევა, რომ საკუთარ შემოსავალს ფინანსურ ბაზარზე წარმატებული გარიგებებით ქმნის, რომელსაც უკვე მე-4 წელია ახორციელებს.
2018 წლის ივლისში ეროვნული ბანკის ლიცენზია მივიღეთ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გავხდით რეგულირებული საბროკერო კომპანია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ რეალურად გამჭვირვალე და სანდო სტრუქტურა ყველა იმ პირისთვის, რომელსაც სურს გახდეს საფინანსო ბაზრის მონაწილე, ტრეიდერის ან ანალიტიკოსის სახით“, – განაცხადა საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ალეკო გვეტაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ლიცენზიის მიღებისთანავე რამდენიმე შემოთავაზება მიიღო პარტნიორობაზე, როგორც ფილიალების გახსნის სახით, ასევე მოქმედი კომპანიების აქტივების გადმობარებისა და რესტრუქტურიზაციის კუთხით.

„ყველა მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა იმის გამო, რომ:
ა) წინამდებარე თანამშრომლობა ეყრდნობოდა იმ პრინციპებს, რომ ლიცენზიის ფარგლებში გავხდებოდით მთავარი კონტრაჰენტი კლიენტების წინაშე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლების მიერ წაგებულ თანხებზე აგვეღო პასუხისმგებლობა და უარი გვეთქვა წარმატებულ ტრეიდერებზე. ეს მოდელი სრულად ეწინააღმდეგება ჩვენი კომპანიის ბიზნესის სამომავლო კურს, რაც კატეგორიულად მიუღებელია;

ბ) თბილისის ტრეიდერთა კლუბთან წარუმატებელი მოლაპარაკების დამატებითი მიზეზი არის შემდეგი: პირველი – ჩვენი კომპანიის რეპუტაციული რისკები, რაც დილინგ დესკის არსებობას – ანუ ბ ბუქის არსებობას გულისხმობს, და მეორე – კლიენტების ნაშთები ექვითის სახით, რომელიც არ ემთხვეოდა რეალურად არსებულ ნაშთებს.

ყოველგვარი დეზინფორმაციისგან თავის არიდების მიზნით, გვიწევს ამ განცხადების გაჟღერება. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახად და ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას იმაზე, რომ არცერთი კომპანიის, არც აქტივების და არც პორთფელის გადმობარებას არ ვგეგმავთ. ჩვენი კომპანია არ არის დაინტერესებული საქართველოში ყოფილ ან მოქმედ რომელიმე ფორექს ბროკერთან თანამშრომლობით, შესყიდვით ან პარტნიორობით.
ჩვენი კომპანია არის “სტპ” ტიპის ბროკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სავაჭრო პოზიციების შესრულება ხორციელდება “ელქუენიქსში” და  მომხმარებელს ნებისმიერ ეტაპზე საშუალება აქვს გადაამოწმოს, თუ ვინ იყო კონტრაჰენტი კონკრეტულ გარიგებაზე“, – განაცხადა გვეტაძემ.

გვეტაძის თქმით,  მათი გუნდი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და ახალ რეგულაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შემცირებული საკრედიტო მხარი, ბონუსების გაცემის შეზღუდვა და ა.შ.

„ყველა ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს მარკეტინგულ ილეთს რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ყიდულობენ არა რეალური ვაჭრობის შესაძლებლობას, ანგარიშის გახსნის გზით, არამედ ლამაზად შეფუთულ ფინანსური კეთილდღეობის პერსპექტივას. სამწუხაროდ, ამგვარი ხრიკებით გზააბნეული მომხმარებელი მარტივად კარგავს საკუთარ ფულად სახსრებს,  ხოლო ბროკერი ღებულობს მარტივ ფულს.
ორიედე სიტყვით დავამატებ ინფორმაციას ორ ძირითად აქტივობაზე, რომელსაც ჩვენი კომპანია ახორციელებს:
1. ტრეიდერების კონკურსი დემო-ანგარიშებზე, რაც გულისხმობს ნიჭიერი ტრეიდერების გამოვლენას, რომლებსაც სისტემით მუშაობა შეუძლიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობა აგებულია არა გამართლებაზე, არამედ სწორ ანალიზსა და მოქმედებაზე. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ტრეიდერს და არანაირ ვალდებულებას არ იღებს საკუთარ თავზე. კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის სავალდებულო არც წარმატებული გარიგებების ისტორია და არც ანგარიშის ქონა ჩვენს კომპანიაში სტატისტიკის გადასამოწმებლად.
2. ვაკანსია პროპ-ტრეიდინგულ კომპანიაში – ჩვენ ვეძებთ და ვასაქმებთ იმ პირებს, რომლებსაც სურთ გახდნენ ტრეიდერები. ჩვენთვის არა აქვს მნიშვნელობა პიროვნების გამოცდილებას ვაჭრობაში ან მის სტაჟს რომელიმე საბროკერო კომპანიაში. ჩვენ ვასწავლით სისტემატიზირებულ ქმედებებს, რომლის განხორციელებაც ბაზარზე უნდა შეძლონ. თანამშრომლებს არ ეკისრებათ არანაირი ფინასური ვალდებულება, გარდა იმ შემთხვისა, თუ უკვე მოქმედი ტრეიდერი ვერ დააკმაყოფილებს კვალიფიციურ მოთხოვნებს. ასეთ ტრეიდერებს ვაძლევთ რჩევებს და რეკომენდაციებს, რათა თავი შეიკაონ ამ სეგმენტში მუშაობისგან. თუ ტრეიდერს მაინც სურს საკუთარის თავის გამოცდა და ვაჭრობის გაგრძელება, მაგ შემთხვევაში ვთანხმდებით რისკების წილობრივ განაწილებაზე”, – განაცხადა გვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები