ცქიტიშვილი კახიძეს – ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა

ბატონო ოთარ, თქვენი გამოსვლა საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლა კი არ იყო, არამედ ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვისას ოთარ კახიძეს.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა საგამოძიებო კომისიის შექმნის პრეცენდენტი არ ყოფილიყო წარმატებული.
„ყველანირი პარტიული კონიუნქტურის მიუხედავად, მზად ვიყავი ძალიან ბევრი საკითხი განმეხილა თქვენთან ერთად და სამართლიანობის მიხედვით შეგვედგინა ერთიანი დასკვნა. სამწუხაროდ, ამის თეორიული შესაძლებლობაც არ დატოვეთ. პირდაპირ გამოიტანეთ დასკვნა, რომელიც გაჯერებული იყო პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხებით. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია, რომლის პრეცენდენტი პრაქტიკულად პირველია, არ შემდგარიყო, როგორც წარმატებული, სადაც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები რაღაცაზე ერთიანობაში თანხმდებიან.
ის, რომ თქვენ თეა წულუკიანი, გიორგი გახარია და ირაკლი შოთაძე არ მოგწონთ, ამაში რა თქმა უნდა, გასაკვირი არაფერი არ არის, რომ მოგწონდეთ, ეს უფრო გასაკვირი იქნება, მაგრამ უზნეობის კიდევ უფრო დიდი დონე ის არის, დღეს რაც მოვისმინე. ბატონო ოთარ, თქვენი გამოსვლა საგამოძიებო კომისიის წევრის გამოსვლა კი არ იყო, არამედ ეს იყო არშემდგარი პროკურორის საბრალდებო სიტყვა, რომელმაც არ იცის როგორ დაძლიოს თავის თავში შინაგანი ძალადობა,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები