სერგი კაპანაძე: „ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს

„კომისიამ გამოავლინა დანაშაულის მთავარი ფიგურანტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებამ არაფერი გააკეთა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კაპანაძემ განაცხადა, „ევროპული საქართველო“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მისივე თქმით, იგი პარლამენტს საბოლოოდ მიმართავს და ამის შემდეგ ჩაითვლება მათი მუშაობა საბოლოოდ დასრულებულად.
“საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მიიღო დასკვნა და რეკომენდაციები, რომელიც არის ძალაში. ახლა შს სამინისტროს და პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ ეს რეკომენდაციები შეასრულოს. კომისიამ ნათელი მოფინა ყველა კითხვას, რომელიც ამ მკვლელობებთან დაკავშირებით იყო. გამოავლინა დანაშაულის მთავარი ფიგურანტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებამ არაფერი გააკეთა. ჩვენ დავადგინეთ, რომ იყო უამრავი დარღვევა, რომელიც ჩადენილი იყო პროკურორების და გამომძიებლების მიერ. ეს ყველაფერი იქნა აღწერილი, გადატანილი დასკვნაში და გამოქვეყნებულია კომისიის მიერ. ჩვენი დასკვნები გაიზიარა სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. „ქართული ოცნება“ არის არჩევანის წინაშე, ან დარჩება საზოგადოების წინააღმდეგ მარტო, ამ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს და საქმეს დატოვებს ბოლომდე მიუყვანს, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია ბოლო წლების განმავლობაში, ან აქვს მეორე არჩევანი- აიღოს ეს რეკომენდაციები, გადადგას ნაბიჯები, დასაჯოს დამნაშავეები, მათ შორის ის ადამიანები, ვინც დამნაშავეებს აფარებდა ხელს. დღეს პარლამენტი ასრულებს თავის განხილვას, კომისიამ დაასრულა მუშაობა. მე მექნება საბოლოო მიმართვა და ამის შემდეგ ჩვენს ვალს ჩავთვლით მოხდილად. ამის შემდეგ ჩვენ აღარ მივიღებთ მონაწილეობას განხილვაში იმ დადგენილების, რადგან ამ დადგენილებით აპირებენ თქვან, რომ არაფერი არ მომხდარა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები