ნიუ-იორკის საბავშვო ბაღზე თავდასხმა ქალმა განახორციელა – დაჭრილია სამი ბავშვი
ნიუ-იორკში, ქვინსის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დღეს დილით თავდასხმა მოხდა. როგორც ირკვევა, თავდამსხმელი ქალი იყო.
დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი AJC, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდასხმა დღეს ადგილობრივი დროით 4:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაცით, დამნაშავე 52 წლის ქალია და ის უკვე დაკავებულია.