ანრი ოხანაშვილი: ხორავას ქუჩის საქმეზე „ევროპული საქართველოს” დასკვნა, ერთის მხრივ, პარტიული და მეორეს მხრივ, არაკომპეტენტური დოკუმენტია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს, ერთის მხრივ, პარტიული და მეორეს მხრივ, არაკომპეტენტური დოკუმენტია.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით და ასევე, ოპოზიციის მხარდაჭერით შექმნა. ხაზს ვუსვამ, ქალბატონებო და ბატონებო – ეს არის უპრეცედენტო რამ, როდესაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება, არ დასრულებულა სასამართლო განხილვები, ჯერ მხოლოდ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გვქონდა ჩვენ და მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ არ დარჩენილიყო კიდევ დამატებითი შეკითხვები ამ საქმეზე. ვინაიდან გაჩნდა დამატებითი შეკითხვები საზოგადოებაში და ჩვენ, დიახ, ვართ ის ძალა, რომელიც ვუსმენთ ამ საზოგადოებას, ჩვენ ვისმენთ მათ მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ვიმოქმედოთ მათი მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად. სწორედ ამიტომ გამოვიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და შევქმენით დროებითი საგამოძიებო კომისია, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის შექმნა უკავშირდებოდა მთელ რიგ რისკებს სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის გამო. მე მინდა თქვენ გესაუბროთ იმ საკითხებზე, რა დავადგინეთ ჩვენ, ვინაიდან თქვენ გაქვთ ინტერესი, ისევე, როგორც საზოგადოებას, რა დაადგინა მმართველმა გუნდმა იმ ობიექტურ რეალობაში, რაც ჩვენ შევისწავლეთ, განსხვავებით “ევროპული საქართველოსგან”, რომელმაც შემოგვთავაზა, ერთის მხრივ, პარტიული და მეორეს მხრივ, არაკომპეტენტური დოკუმენტი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები