გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ერთობლივი ღონისძიება გახსნა

სემეკის წევრმა – ECRB-ის პრეზიდენტმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული თანამეგობრობის მარეგულირებელი საბჭოსა (ECRB) და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების სააგენტოს (ACER) პირველი, ერთობლივი შეხვედრა გახსნა.
გიორგი ფანგანმა სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს და ელექტროენერგეტიკული ბაზრების დაწყვილებისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ECRB-სა და ACER-ის ერთობლივი შეხვედრა პირველად იმართება. შეხვედრა იტალიაში, ქ.რომში მიმდინარეობს, სადაც ენერგეტიკული თანამეგობრობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენლები განიხილავენ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგეტიკის ბაზრების დაწყვილების პროცესს. აღნიშნული პროცესი გულისხმობს ბაზრებს შორის საზღვრების გახსნასა და თანამშრომლობას, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის რეგულაციები.
გიორგი ფანგანი, ECRB-ის პრეზიდენტად 2017 წლის დეკემბერში, ხმათა უმრავლესობით იქნა არჩეული. ECRB-ს ქართველი პრეზიდენტი პირველად ჰყავს. გიორგი ფანგანი საბჭოს 2 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები