პოროშენკო BBC-ის ბრიტანულ სასამართლოში უჩივის
უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ტელერადიოკორპორაცია BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და ბრიტანულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
BBC-ის ინფორმაციით, პოროშენკომ ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, 400 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა ერთმანეთს შეხვედროდნენ.
ბრიტანულ სასამართლოში შეტანილ საჩივარში, პეტრო პოროშენკოს ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ პუბლიკაციამ იმიჯი შეულახა პოროშენკოს რეპუტაციას.