ეკა ბესელია: ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე პრობლემებს სისტემური რეფორმით უნდა ვუპასუხოთ და არა პოლიტიკური დოკუმენტით

“არ ვამბობთ, რომ არ არის პრობლემა, ვამბობთ რომ ამ პრობლემებს სისტემური რეფორმით უნდა ვუპასუხოთ და არა შურისძიების აქტითა და პოლიტიკური დოკუმენტით”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დასკვნა ვერ პასუხობს მთავარ შეკითხვებს, რომლებიც კომისიას ჰქონდა.
„ჩვენ, კანონმდებლებმა ამ კომისიის ჩატარებული მუშაობის შედეგად უნდა გავაანალიზოთ, რა სისტემური რეფორმები გვჭირდება. აქ პოლიტიკური მიზნით კი არ უნდა ხელმძღვანელობდე, რომ ეს ტრაგედია გამოიყენო საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, რაც მორალს მიღმა დაუშვებელია, მთავარი იყო, ჩვენ დაგვენახა ხელისუფლების რომელიმე ორგანო ან თანამდებობის პირი ხომ არ აფარებდა ხელს მკვლელს ან ხომ არ აყალბებდა მტკიცებულებებს, თორემ ხარვეზს ყველა საქმეში ვიპოვით.
ამ საქმეშიც დავინახეთ გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთავარი იყო სწორედ ის, რომ არ გამოჩნდა გარემოება რომ არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეიძლება დამნაშავე უწოდო და ასეთს ხელი დააფარეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები