უმაღლესი სასწავლებლების რექტორები ავტორიზაციის პროცესების დახვეწას მიესალმებიან

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი ავტორიზაციის 1 წლით გადავადებასთან დაკავშირებით კანონპროექტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ მისასალმებელია.
“ეს ნიშნავს, რომ ბოლო უნდა მოეღოს არაარგუმენტირებულ პროცესებს და ჩვენ, უნივერსიტეტებს, მოგვეცემა საშუალება, ვიზრუნოთ ხარისხის ზრდაზე და მომზადებულები შევხვდეთ ავტორიზაციას. მე მოვისმინე შეფასება, რომ უნდა დაგვეხმარონ და არა პირდაპირ დაგვსაჯონ, რაც სწორი მიდგომაა”, – განაცხადა შიოშვილმა.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ზურაბ ხონელიძის აზრით, არ ხდებოდა შესაბამისად ზრუნვა ხარისხის ამაღლებაზე და ამას ყველა უმაღლესი სასწავლებელი აღნიშნავს.
“ჩვენ გამოვასწორებთ ყველა სავარაუდო ხარვეზს, ეს ჩვენს ინტერესშია, მაგრამ მიდგომები და სისტემაც უნდა იყოს ისეთი, რომ ამის სტიმულირება მოახდინოს და არა პირიქით”, აღნიშნავს ხონელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები