დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელებისგან საბერძნეთში 27 ადამიანი გარდაიცვალა

საბერძნეთში დასავლეთ ნილოსის ციებ-ცხელებისგან 27 ადამიანი დაიღუპა, ცხელებით ჯამში 234 ადამიანი დაავადდა. მომხდარის შესახებ საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრი იტყობინება.
დაავადებულთა შორის 183 ადამიანს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევა აღენიშნება. ერთ თვეში მსხვერპლის რიცხვი 2,5-ჯერ გაიზარდა. აგვისტოში 11 გარდაცვლილი და 107 დაავადებული ფიქსირდებოდა.
დასავლეთ ნილოსის ციების ვირუსი საბერძნეთში პირველად 2010 წელს დაფიქსირდა. 2010-2014 წლებში ამ დაავადებისგან 80 ადამიანი გარდაიცვალა.2015-2016 წლებში არცერთი, ხოლო 2017-ში 48 დაავადებული და 5 გარდაცვლილი. დაავადების გადამტანები კოღოები არიან. წელს ციების აფეთქება ზაფხულის დასაწყისში მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ნალექმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები