გიორგი ტყემალაძე აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის გამგებელთან, კახაბერ გულედანთან ერთად აეროპორტის დასახლებაში მიმდინარე საგზაო ინფრაქტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. სამუშაოები N27-12-11-10-7 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს. გიორგი ტყემალაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.
„სამგორის რაიონში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. მიმდინარეობს ცენტრალური გზის დაგება და შიდა კვარტალური გზების შეკეთება. დღეს გავეცანით აეროპორტის დასახლებაში გზის დაგების სამუშაოებს. ასევე კეთდება ახალი ბორდიურები. უკვე გამოცვლილია საკანალიზაციო სისტემა. უახლოეს მომავალში ასეთივე საგზაო სამუშაოები სხვა მისამართებზე გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სამგორის რაიონის გამგებლის კახაბერ გულედანის განცხადებით, სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება.
„რამდენიმე მისამართზე მოეწყო ორშრიანი ასფალტის საფარი. აქ 30-40 წლის განმავლობაში არ მოწესრიგებულა საგზაო ინფრასტრუქტურა. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე გამოიცვალა საცხოვრებელი კორპუსების წითელ ხაზებში არსებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელი“,- განაცხადა კახაბერ გულედანმა.
სამუშაოების ფარგლებში იგება 2500 კვ.მეტრზე ორფენიანი ასფალტის საფარი. 1200 კვ.მეტრზე ეწყობა საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი ბილიკები და სარინელები. გამოიცვალა და დამატებით მოეწყო ახალი ბეტონის ბორდიურები.
აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 200 000 ლარი.
სამომავლოდ დაგეგმილია აეროპორტის N3-4-5 კორპუსებისთვის ახალი მისასვლელი გზის მოწყობა ჭანკოტაძის ქუჩის მხრიდან. ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე მოეწყობა სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურ საფარიანი სტადიონი, რომლისთვისაც სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 110 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები