სომხეთი დამოუკიდებლობის 27-ე წლისთავს აღნიშნავს

სომხეთის მოსახლეობა დღეს დამოუკიდებლობის 27-ე წლისთავს აღნიშნავს, საზეიმო ღონისძიებები დევიზით, “შენ დამოუკიდებელი ხარ” ქვეყნის ყველა ქალაქში, სოფელსა და დასახლებულ პუნქტში ჩატარდება.
ღონისძიებები სომხეთის დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედნიდან დილით ადრე დაიწყება. მოედანზე მოეწყობა “ბავშვთა ქალაქი”, ჩატარდება ნახატების კონკურსი. მოეწყობა ორი სცენა, საკონცერტო და თეატრალური, ხოლო მთელ ერევანში – 10 სცენა, სადაც სხვადასხვა ჟანრის მუსიკა იქნება,როგორც ხალხური, ისე ელექტრონული.
სომხეთის კულტურის მინისტრმა, ლილიტ მაკუნმა, ჟურნალისტებს აცნობა, რომ მოედანზე ერთი საათი განკუთვნილი იქნება ცნობილ ადამიანებთან ე.წ. სელფების გადასაღებად.
სომხეთის უმაღლესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1990 წლის 23 აგვისტოს მიიღო. ამ დოკუმენტით უგულებელყოფილი იყო სომხეთის საბჭოური სოციალისტური რესპუბლიკა და დასახელდა სომხეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად.
მოგვიანებით, სომხეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1991 წლის 21 სექტემბერს სსრკ-დან გამოსვლის და დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღიარებისთვის რეფერენდუმი ჩატარდა. მოქალაქეების 94,99%-მა ვისაც ხმის მიცემის უფლება ჰქონდა ერთხმად დაუჭირეს დამოუკიდებლობას მხარი. ორი დღის შემდეგ უმაღლესმა საბჭომ სომხეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები