რომან კაკულია: მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ამ თემას

 

მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ამ თემას,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ ხორბლის საავტომობილო გადაზიდვების შეცვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ ორი ასპექტი აქვს ამ გადაწყვეტილებას. თუ ჩვენ განვიხილავთ რამდენად სწორი იყო საავტომობილო გადაზიდვების შეცვლა სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებით, იდეაში სწორი გადაწყვეტილებაა იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც ამ ქვეყანაში იყო.
მითუმეტეს, თუ იმასაც გათვალისწინებით რომ ხორბალს რაოდენობრივის გარდა,ხარისხიც მაღალი უნდა ქონდეს და ამ ხარისხის გაკონტროლების საშუალებას იძლევა სწორედ დიდი პარტოების ერთიანად შემოწმება. მნიშვნელოვანია ასევე მოვახდინოთ ხორბლის მოწოდების დივერსიფიკაცია და ამ მხრივაც საავტომობილო გადაზიდვების შემთხვევაში გამოიკვეთა მხოლოთ რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულების მზარდი ტენდენცია. ეს არგუმენტი ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ საუბრობდა.რაც შეეხება ავტრანსპორტით გადაზიდვის აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზს- ტურიზმს. ტურიზმი მართლაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ არა ერთადერთი. ამ კუთხითაც სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ გადაწყვეტილებას აქვს სხვა კონტექსტი და კიდევ მიზანშეწონილობა მოცემულ სიტუაციში. ამ გადწყვეტილებას სხვადასხვა სეგმენტებზე დიდი ზეგავლენა ქონდა და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე ვინც იყო ჩართული ამ სეგმენტში .
მოხარული ვარ, რომ ფინანსთა მინისტრი შეგნებულად მოეკიდა ამ თემას და გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც გამოადგება როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის იმიჯს, თავად ამ გადაწყვეტილების ეკონომიკურ შინაარსის გათვალისწინებით. ცხადია, რეფორმის პროცესში მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა დინამიკით გვიწევს, რათა არ დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები და შეძლონ ახალ სტანდარტებთან ადაპტაცია. ეს არის გონივრული ნაბიჯი, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს მომზადებული შეხვდნენ ცვლილებებს,- აღნიშნა კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები