ზაზა პაპუაშვილი “ევროპულ საქართველოს”-ყველანი ვიყავით მოლოდინში, რომ ახალი სიტყვა გეთქვათ, რაც ვერ თქვა საგამოძიებო ორგანოებმა – რა შეძინეთ გამოძიებას? ვერაფერი!

 

რა შეძინეთ ამ სამ თვეში ამ საქმეს? – მოლოდინი იყო რომ ახალი სიტყვა გეთქვათ, რაც ვერ თქვა გამოძიებამ, ვერ თქვა საგამოძიებო ორგანოებმა და თქვენ უნდა გეთქვათ. ამ მოლოდინში ვიყავით ყველანი. რა შეძინეთ გამოძიებას? არ მინდა თქვენი პასუხი. მე გეტყვით: ვერაფერი!’’ – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრებს.

განხილვაზე უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა “ევროპული საქართველოს” წევრებს მიმართა, რომ მათ გამოძიებისგან განსხვავებული არაფერი გამოუკვეთავთ.

“მე ყოველთვის წინააღმდეგი ვარ ხოლმე საგამოძიებო კომისიის შექმნის, რადგან დაახლოებით ვიცოდი, რომ ასე დამთავრდებოდა. თუმცა მაინც პარლამენტმა გადადგა ეს ნაბიჯი, რასაც თქვენ ვერასოდეს გააკეთებდით, შეიქმნა ეს კომისია და რა? – მხოლოდ რეკომენდაციების გასაცემად გჭირდებოდათ ეს სამი თვე? – ახალი გარემოება გამოიხატა? რა შეძინეთ ამ სამ თვეში ამ საქმეს? – მოლოდინი იყო რომ ახალი სიტყვა გეთქვათ, რაც ვერ თქვა გამოძიებამ, ვერ თქვა საგამოძიებო ორგანოებმა და თქვენ უნდა გეთქვათ. ამ მოლოდინში ვიყავით ყველანი. რა შეძინეთ გამოძიებას? არ მინდა თქვენი პასუხი. მე გეტყვით: ვერაფერი!’’ – მიმართა ზაზა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის წევრებს.

პარლამენტი ხორავას საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებს განიხილავს. საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა ევროპულ საქართველოს ეკუთვნის, რადგან კომისიის უმრავლესობას ოპოზიციის წევრები წარმოადგენდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები