ეკატერინე მიქაბაძე: ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დიალოგის გამართვა და შედეგად გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციის ამოქმედების გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კარგი შეთავაზება გაკეთდა და 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ბრძანების გადავადება ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილებაა.

„ყველა სფეროში არსებობს გარკვეული საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც დროთა განმავლობაში იხვეწება და იცვლება. საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს მთელი რიგი დარგების ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ მოქალაქეების ინტერესები, სოციალური ფაქტორი და მაქსიმალურად ვეცადოთ, ახალმა რეგულაციებმა ისინი არ დააზარალოს”, – აღნიშნა მან.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავ მეწარმეეებს და მძღოლებს შორის დღეს კიდევ ერთი შეხვედრა შედგა. ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით,რეგულაციების ამოქმედება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები