ირაკლი კობახიძე: აშშ-ში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მამუკა ბახტაძე სათანადოდ წარმოადგენს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის აშშ ვიზიტს ეხმაურება და მნიშვნელოვნად აფასებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება, როგორც პოლიტიკურ ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
“ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით თითოეულ ვიზიტს, რომელიც ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ვიზიტის ფარგლებში ყურადღება იქნება გამახვილებული ჩვენი თანამშრომლობის არაერთ მნიშვნელოვან ასპექტზე: ეს არის პოლიტიკრი და ეკონომიკური თანამშრომლობა, და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს ჩვენი პრემიერ-მინისტრი ბატონი მამუკა ბახტაძე“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები