ირაკლი კობახიძე: თუ დავინახავთ, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს ზიანი მოაქვს, ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ

“თუ დავინახავთ, რომ „კანაფის კულტივაციის“ შესახებ კანონპროექტს ზიანი მოაქვს, ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.
ამასთან, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საჭიროა მსჯელობა, რამდენად არსებობს საფრთხეები არაპირდაპირი გზით ნარკოტიკების არალეგალურ მიმოქცევასთან დაკავშირებით.
 
„ამაზე გვექნება ერთობლივი მსჯელობა და ერთად უნდა დავრწმუნდეთ ჭეშმარიტებაში. ეს ჩვენი საბოლოო ამოცანაა.
რაც შეეხება სარგებელს, რომელიც ამ კანონპროექტმა უნდა მოუტანოს საზოგადოებას, ამაზეც ერთად უნდა ვიმსჯელოთ. წარმოვადგენთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მონაცემებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ვიფიქრებთ ეკონომიკურ სარგებელზე საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების ხარჯზე. თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტს მოაქვს ზიანი ან შეიცავს ასეთ საფრთხეს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ეკონომიკა გვერდით უნდა გადავდოთ.
საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ ერთი, რომ ზიანს არ იწვევს ეს კანონპროექტი და მეორე, უნდა დავადგინოთ, რომ სარგებელიც აქვს ხელშესახები.
თუ ამაზე ყველა ერთად შევჯერდებით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მსჯელობის გაგრძელება და ამ კანონპროექტზე ფიქრი. ამაზე თუ ვერ შევჯერდებით, ბუნებრივია, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
ცნობისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ კანონპროექტმა შესაძლებელი გახადა, რომ არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა წაახალისოს, კანონპროექტი გაწვეული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები