“პრემიერის ვიზიტი აშშ-ში ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას”

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა წერს.
“ყველა საკითხი, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიები, თავდაცვა და უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკა არის სწორედ ის მიმართულებები, სადაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
საქართველოს აქვს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი, როგორც რეგიონის სტაბილურობაში, ასევე მთელი ევროპის უსაფრთხოებაში და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები საქართველოს როლის მნიშვნელობის უკეთ წარმოჩენას ემსახურება”, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები