სოფო ქაცარავა: საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში იმის დასტურია, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ

“ჩვენი პრიორიტეტია, საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა იყოს. ანგარიში იმის დასტურია, რომ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო ქაცარავამ საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესასებისას განაცხადა.
მასში სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხოება შეინარჩუნოს და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„ტერორიზმთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი და გლობალური გამოწვევაა, რისგანაც არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიმართ დადებითი გზავნილი ვნახეთ. ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია. საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც გლობალურ უსაფრთხოებაში დიდი წვლილი შეაქვს. ჩვენი პრიორიტეტია, საქართველო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა იყოს. ანგარიში იმის დასტურია, რომ შესაბამისი უწყებები ეფექტურად მუშაობენ. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელოთ, რომ საქართველომ უსაფრთხოება შეინარჩუნოს და გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა ქაცარავამ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია. დოკუმენტის ავტორთა თქმით, სუს-ის სამსახურს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები