ოთარ კახიძე: კონკრეტული აზრის გამოთქმა სასულიერო პირსაც შეუძლია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, სამოქალაქო პოზიციის და აზრის დაფიქსირების უფლება სასულიერო პირსაც აქვს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეკლესიის შიდა საქმეა, როგორ დაალაგებს საკუთარ პოლიტიკას.
„ვთვლი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის, სასულიერო პირს, აქვს უფლება, გამოთქვას სამოქალაქო პოზიცია და დააფიქსიროს შეხედულება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, ამიტომ, ვერავის ავუკრძალავ აზრის გამოთქმას. ეს აზრი შეიძლება მომწონდეს, ან არ მომწონდეს. ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული აზრის გამოთქმა სასულიერო პირსაც შეუძლია.
რაც შეეხება პატრიარქს, მასაც შეუძლია მღვდელმთავრებს მოუწოდოს, გამოთქვან, ან არ გამოთქვან აზრი. ეს მათი შიდა საქმეა, როგორ დაალაგებენ ეკლესიაში ამ პოლიტიკას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები