„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს მნიშვნელოვნად შეესაბამება“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.
ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მსგავსი რეგიონული ორგანოს – ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი.
„ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ FATF-ის განახლებულ რეკომენდაციებს“,- ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წელს, საქართველოს მთავრობა განაგრძობდა ძალისხმევას ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის კუთხით და აქცენტს აკეთებდა მოწყვლად მოსახლეობაში თანასწორობისა და ინტეგრაციის, განათლების, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, მედიის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის, უმცირესობათა კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების ინიციატივებზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მკაფიოდაა ხაზგასმული, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვანი უწყებაა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობას შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები