აშშ-ის დეპარტამენტი: საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.
ანგარიშის მიხედვით, იმის გარდა, რომ სუს-ი ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით წამყვანი უწყებაა, ამასთან კარგად არის აღჭურვილი და მომზადებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, სუს-სა და ზოგადად საქართველოს მთავრობას, შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.
„საქართველო, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე, ჩართული იყო არაერთ ორმხრივ წვრთნაში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ“ გასული წლის მაისში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძველს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის ორმხრივად გაზიარების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები