აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშში გაბრიელ სალოსის ქუჩის სპეცოპერაცია მოხვდა – “საქართველოს შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე”

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების 2017 წლის ანგარიშები გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობას ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.
ანგარიშის ერთ-ერთ ეპიზოდში ყურადღება გამახვილებულია გასულ წელს, 21-22 ნოემბერს, სუს-ს ხელმძღვანელობით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სუს-ის კონტრტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელობით ჩატარდა ოპერაცია, ოთხი ეჭვმიტანილი ტერორისტის დაკავების მიზნით, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს სპეციალური დანიშნულების ძალებს.
„ტერორისტთა ჯგუფის ერთი წევრი დაკავებული იქნა, ორი მოკლული, ხოლო მეოთხე ეჭვმიტანილმა მოახდინა თვითლიკვიდაცია, ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად. ანგარიშის თანახმად, მოგვიანებით, მოხდა გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის, საერთაშორისო ტერორისტის ახმედ ჩატაევის იდენტიფიცირება. ერთი ქართველი ოფიცერი იქნა მოკლული, ხოლო ოთხი დაიჭრა“,- ნათქვამია ანგარიშში.
ტექსტში ასევე, საუბარია 26 დეკემბერს, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც ჩატაევთან შესაძლო კავშირის გამო, დაკავებულ იქნა 4 პირი.
„სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. 2017 წლის ბოლოსთვის გამოძიება ორივე ოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ხოლო, ივლისში, საქართველომ დაიწყო გამოძიება და შემდგომი სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც სავარაუდოდ იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში”,- აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები