„ქართულმა ოცნებამ“ ქალ პოლიტიკოსს დაუჭირა მხარი და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვეყოლება ქალი პრეზიდენტი”

„ქალ პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა, მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, სოფიო კილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და  მისი სხვადასხვა დანაყოფი, ახორციელებენ თავდასხმას და ეს არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური.

„მსურს განცხადება გავაკეთო უფლებრივ ჭრილში – ეს არის ქალი პოლიტიკოსი, ქალი – პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა ქალის პატივისცემა, ასევე ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება მსოფლიოში უფლებრივი მიმართულებით, ეს არის ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა და ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ქალზე, პოლიტიკოსზე მიმდინარეობს ყველაზე უღირსი ფორმებით თავდასხმა მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქალი. ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალისგან, – პირველ რიგში ვიტყოდი „ნაციონალური მოძრაობა“ და ასევე, მისი სხვადასხვა დანაყოფი, თავს ესხმიან მას და ეს თავდასხმა არის ყველაზე უღირსი ფორმებით, რაც ნამდვილად, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, არის ძალიან ამორალური“, – განაცხადა სოფო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას პირდაპირ უნდა მიესალმებოდნენ, ზოგადად, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, ევროპულ და პროდასავლურ პოლიტიკოსობაზე, ხელს უნდა უწყობდნენ, რაც შეიძლება მეტი ქალი მოვიდეს პოლიტიკაში.

„ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, როგორც უამრავი კვლევა ადასტურებს, ხარისხობრივად აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკაში, არის უფრო ჰუმანური, და, რა თქმა უნდა, პოლიტიკა არის სოციალურად უფრო მეტად ორიენტირებული და ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე. თავდასხმა ასეთი უღირსი ფორმებით ადამიანზე, როდესაც ის არის ქალი და იმიტომ, რომ არის ქალი, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მე ნამდვილად ძალიან მიხარია ის, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა ქალ პოლიტიკოსს მხარი, და ჩვენ გვეყოლება პრეზიდენტი საქართველოსი, რომელიც იქნება პირველად ისტორიაში ქალი. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები