“ემიგრაციაში მყოფმა სალომე ზურაბიშვილის ოჯახმა მოგვცა მაგალითი, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა შენი სამშობლოს სიყვარული”

„როდესაც ჩვენ არჩევნების მაღალ სტანდარტზე ვსაუბრობთ, თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რადგან ვართ ამ პროცესის მონაწილეები”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“თითოეული ჩვენგანი წარმოჩინდება ისე, როგორც ვიმოქმედებთ და რა ღირებულებებითაც ვიხელმძღვანელებთ. ტელევიზიით გადაიცემა ვიდეორგოლი, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის ქართული ენის ცოდნაზე. შემდეგ ამ ნარატივს ჩვენი ოპონენტი, ნაციონალური მოძრაობის ძველი და ახალი მოძრაობის წევრები და კანდიდატები თავის გამოსვლებში უღრმავდებიან.
მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ პოლიტიკაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, არსებობს ღირსება, სინდისი, რომლის გადასვლაც ნიშნავს უზნეობას. ასე ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვავიწყდება საქმიანი მიდგომები და პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადავდივართ.
მე მინდა ასეთ ადამიანებს შეგახსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ცხოვრების ორმოცდაათი წელი გაატარა ისე, რომ საქართველოში არ იყო ნამყოფი. მისი ოჯახი ერთი საუკუნეა რაც ემიგრაციაში იმყოფება. შეიცვალა თაობები და ამ ოჯახმა შეინარჩუნა ქართული ენა. ქალბატონმა სალომემ მაშინ ისწავლა ქართული ენა, როდესაც ის ემიგრაციაში იყო და ჩვენ შორის არსებობდა წითელი რკინის ფარდა და მან არ იცოდა ოდესმე შეძლებდა თუ არა საქართველოში დაბრუნებას. ამით მან და მისმა ოჯახმა მოგვცა მაგალითი, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა შენი სამშობლოს სიყვარული.  ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ გიბრუნდებათ ენა, რომ ირონიით ისაუბროთ“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ის რიტორიკული კითხვებია, რომელსაც პასუხები არაერთხელ გასცა ჩვენმა მოსახელობამ და კიდევ არაერთხელ გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები