დოდო გუგეშაშვილი კანაფის თემაზე: ვიზიარებთ საპატრიარქოს, მისი უწმინდესობისა და დედა ეკლესიის პოზიციას

საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ დარეჯან დოდო გუგეშაშვილმა, ასოციაციის სახელით, მარიხუნას კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე, „კვირასთან“ საუბარში განცხადება გააკეთა.
„დაიცავი შენი წილი სამშობლო“ სრულად იზიარებს და ეთანხმება საპატრიარქოს, მისი უწმინდესობის, დედა ეკლესიისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას კანაფის კულტივაციასა და ნარკოპოლიტიკის შესახებ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ასოციაციის თავმჯდომარემ, თადარიგის პოლკოვნიკმა დარეჯან დოდო გუგეშაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საპატრიარქომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.
„მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას.
ეს არის ეკლესიის საერთო განწყობა და უცვლელი დამოკიდებულება, რადგან მისი შედეგები ჩვენი მოსახლეობისთვის იქნება მეტად სავალალო“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები