“ამბასადორ კაჭრეთში” მედიის წარმომადგენლებისთვის სესია გაიმართა

სასტუმროში, “ამბასადორი კაჭრეთი”, მედიის წარმომადგენლებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის სადემონტრაციო სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს, ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის – როგორც ახალი პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც თავის მხრივ მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა გარემოსდაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ერთიან სივრცეში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემის მიზანია მოსახლეობისთვის სანდო გარემოსდაცვით მონაცემებთან წვდომის უზრუნველყოფა, ეფექტიანობის გაზრდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში, ეროვნული საჭიროებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მედიის წარმომადგენლებმა დარგის სპეციალისტებისგან ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილებისა და გაუდაბნოების მოდულის ანგარიშებსა და განხორციელებულ დავალებებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მედიის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა ესწრებოდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა განვითარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტის – „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“  ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები