აუდიტი: თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისთვის გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხელფასის დარიცხვა ხდებოდა

„თავდაცვის სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას გამოიკვეთა მაღალი რისკის შემცველი გარემოებები -ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე ხელფასის დარიცხვა.
„სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას გამოიკვეთა მაღალი რისკის შემცველი გარემოებები. კერძოდ: შესაბამისი აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე (რომლებიც მანამდე ამ პირების მიმართ არ გამოიყენებოდა) ხელფასის დარიცხვა. 2017 წელს ამ მიზნით, საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ შეადგინა, სავარაუდოდ, 140,543.63 ლარი. ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, აუდიტის მიმდინარეობისას ეცნობა საქართველოს მთავარ პროკურატურას.არსებობს მაღალი რისკები იმისა, რომ შესაბამისი შიდა კონტროლის არარსებობის პირობებში, ფულადი გადაცემები მიმართული იყოს იმ პირებზე, რომლებიც შესაბამის პერიოდში არ იყვნენ სამინისტროს სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები,” – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები