სოსო არჩვაძე: ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის ზრდა პოზიტიურად უნდა შეფასდეს

„ექსპორტის ზრდის ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება ევროკავშირის ხაზით გარკვეული პოზიტიური შედეგის დემონსტრატორია“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრიორიტეტი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ევროპაზე გადის და აქედან გამომდინარე, ევროპასთან ვაჭრობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან აქ მარტო რაოდენობრივი ფაქტორი არ მონაწილეობს, -„აქ ხარისხობრივი ფაქტორიც არის და ეს გვიჩვენებს რამდენად კონკურენტუნარიანია ჩვენი წარმოება და ჩვენი პოტენციალი საგარეო ვაჭრობისა მსოფლიო ბაზარზე“.
„მართალია, ყველა ციფრი ციფრია, მაგრამ ევროკავშირთან გატანილი პროდუქციის რაოდენობრივი გამოსახულება იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო სტატისტიკური მონაცემები. ამიტომ ეს მხოლოდ პოზიტიურად უნდა შეფასდეს და ვფიქრობ, კიდევ გვაქვს პოტენციალი, რომ ეს მაჩვენებლები გავზარდოთ“, – განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ექსპერტის თქმით, ექსპორტის ზრდას ხელი შეუწყო პროდუქციის დივერსიფიკაციამაც.
„ასევე პოზიტიურად უნდა შეფასდეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც გარკვეული ხელშემწყობია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. გარდა ამისა, ჩვენს პოტენციალს აძლიერებს საგადასახადო შეღავათებიც“, – აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები