პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

  პეტერბურგის აეროპორტ პულკოვოს ახალ ტერმინალში ევაკუაცია გამოაცხადეს. აეროპორტში ბომბის არსებობის შესახებ ლომონოსოვის რაიონის პოლიციაში 14:10 საათზე ზარი შევიდა. ამჟამად ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. ტერმინალის შემოწმება სამ საათს გაგრძელდება. აეროპორტში ყველა რეისი შეჩერებულია და მასთან მისასვლელი გზები გადაკეტილია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მგზავრებს ჩამოფრენილი თვითმფრინავებიდან არ უშვებენ, ან აეროპორტიდან მოშორებით, ავტობუსებში სვამენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები