სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრა გამართეს

„ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის წევრებმა საქართველოს პარლამენტში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი აბუსერიძე და გიორგი კოპაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინე აბულაძე და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძეს ესწრებოდნენ.
„მნიშვნელოვანი და დროული შეხვედრა გვქონდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლების განვითარებას. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვექნება ინტენსიური შეხვედრები, რათა ერთიანი ძალებით განვავითაროთ ინკლუზიური განათლების სხვადასხვა სახის პროგრამა. ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები