ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია არჩევნების წინ ცესკოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ცესკოს მიმართ ბრალდბებზე და პრემიერ მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემების ოპოზიიციის კანდიდატის საარჩევნო სიებში არსებობის შესახებ, ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.
-რამდენად სერიოზულია ის სკანდალი, რაც ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ააგორა მათი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში კერძოდ, პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ მონაცემთა ბაზაში პრემიერ ბახტაძის პირადი მონაცემებისა და ხელმოწერის არსებობასთან დაკავშირებით?
– უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ პრემიერ ბახტაძის მიმართ აგორებულმა სკანდალმა, ერთ დღესაც ვერ იცოცხლა. ცესკომ დაადგინა, რომ თითქოსდა ბახტაძის ხელმოწერა, მისი პირადი მონაცემების დამადასტურებლად, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალურ და ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებული ხელმოწერისგან. შესაბამისად, ეს პატარა ქარიშხალი ჭიქაში საარჩევნო პროცესზე ზეგავლენას ვერ იქონიებს.
როგორც ცნობილია, გასულ წლებში მამუკა ბახტაძის პირადი მონაცემები „ნაცმოძრაობამ “ გამოიყენა. შესაბამისად, ის როგორც ჩანს, კიდევ არის ამ პარტიის მონაცემთა ბაზაში და სავარაუდოდ გადაინაცვლა უკვე „ძალა ერთობაშია“ კოალიციის მონაცემთა ბაზაში. იმისათვის, რომ ვარაუდების დონეზე არ ვისაუბროთ, მოკვლევა ან გამოძიება უნდა ჩატარდეს.
– გაისმა ბრალდებები რომ ეს, სუს-ის და ცესკოს ერთობლივი პროვოკაციაა
ვფიქრობ, რომ ასეთი მოკლევადიანი სკანდალები შემდგომშიც იქნება ამ პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო სტრატეგიის შემადგენელი. ცესკოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა არჩევნების წინ. რისთვის სჭირდებათ ეს, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისათვისაც გასაგებია. ლოგიკურად გაჩნდება კითხვა, რა უნდა მოიმოქმედონ სახელმწიფო ინსტიტუტებმა და მათ შორის ცესკომ? ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტია ყველა ბრალდების მყისიერად გაქარწყლება ან, თუ რამე დარღვევას აქვს ადგილი, მყისიერი გამოძიება. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება, რაც როგორც ვხედავთ, კეთდება კიდეც, რადგან ცესკოს, წინასაარჩევნოდ ამდენი ბრიფინგი კარგა ხანია არ გაუმართავს.

წყარო:პია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები