19 სექტემბერი
12:00 საათზე მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში “ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” ხელმძღვანელის ვაჟა იორდანიშვილისა და ასოციაციის იურისტის, ლევან ალაფიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ტექდათვალიერების პროცესში მოსალოდნელი პრობლემები, მონოპოლიის საფრთხე, მიმართვა პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს.
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
14:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ექიმთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, გია ლობჟანიძისა და „პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნანა სანაიას პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ექიმების გახმაურებული საქმეები, მათ შორის ექიმის საქმე, რომელსაც ორგანოებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ; ექიმების უფლებების დაცვა.
მისამართი: ა.წერეთლის 99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49. საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი 19 სექტემბერს, 14:00 საათზე გერგეთი ქ. №3-ში პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც ცნობილია პრესკონფერენციის მთავარი თემა ბოლო დღეებში ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმდინარე ცილისმწამებლური და ღირსების შემლახავი საინფორმაციო კამპანია იქნება.