ზღვის უბანში, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა სრულდება

ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის მე-3 კვარტალში, ახალაშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა სრულდება. კედლის სიგრძე 63 მეტრია, სიმაღლე – 2,3 მეტრი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.
„თბილისის მერიის მიერ აშენებული სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ვასრულებთ. ხვალამდე დასრულდება კედლის მშენებლობა და რამდენიმე დღეში ასფალტის საფარიც დაიგება. ასევე, კომპლექსის წინ არსებულ ტერიტორიაზე გასულ თვეში დავასრულეთ საგზაო სამუშაოები. თვის ბოლომდე შენობის მიმდებარე გარე პერიმეტრი მთლიანად მოწესრიგებული იქნება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
საყრდენი კედლის მოწყობისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 147 000 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები