არჩილ თალაკვაძე: პრემიერის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
“პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – ეს არის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დიალოგის შესაძლებლობა, სადაც უსაფრთხოების, ეკონომიკური და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები განიხილება. მამუკა ბახტაძეს აქვს გუნდის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აშშ-თან თანამშრომლობის გასაღრმავებლად”, -განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები