მიხეილ სარჯველაძე, მიუნსტერის უნივერსიტეტის ეპილეფსიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორს, ეპილეპტოლოგიური ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ოსნაბრუკის ჰოსპიტლის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მიუნსტერის უნივერსიტეტის ეპილეფსიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორს ალი გორჯის, ეპილეპტოლოგიური ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მარიამ ხალეგის, ოსნაბრუკის ჰოსპიტლის ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კრისტოფ კელინგჰაუზისა და კარდიოლოგ ანა ჯაბაურს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სარეაბილიტაციო მომსახურების შემდგომ განვითარებასა და საკადრო დეფიციტის პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

მიხეილ სარჯველაძემ რეაბილიტაციის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს საქართველოში ამ მიმართულებით მოქმედი სერვისები გააცნო და აღნიშნა, რომ უწყებისთვის სარეაბილიტაციო მომსახურების განვითარება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვა პრიორიტეტია.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები