ამირან სალუქვაძე: სანამ ჩვენი საზოგადოება ზიზღით და შავი პიარითაა დაკავებული, ირგვლივ ზოგი საინტერესო რამ ხდება

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში – ამირან სალუქვაძე რუსეთ-თურქეთს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს და აღნიშნული ქვეყნების ლიდერებს შორის გამართული შეხვედრების შესახებ, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ამასთან, სალუქვაძე რუსეთთან მიმართებაში უკრაინის გადაწყვეტილების, კონკრეტულად კი ჩარჩო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებაც წერს.
“სანამ ჩვენი საზოგადოება ზიზღით და შავი პიარითაა დაკავებული, ირგვლივ ზოგი რამ საინტერესო ხდება და მოგახსენებთ:
1. ერდოღანი ერთ კვირაში მეორედ ხდება პუტინს. თეირანში ვერ შეთანხმდნენ. თუ გახსოვთ ჩემი ინტერვიუ, ვწერდი, რომ თურქეთი (ვერც რუსეთი) ვერ შეელევა ენერგო პროექტებს და გამონახავდნენ მისაღებ ვარიანტს. მოკლედ, სოჭში შეხვდნენ ერდოღანი და პუტინი. შეთანხმდნენ იდლიბში 15-20 კმ-იანი დემილიტარიზაციის ზოლის შექმნაზე. ასევე, ერდოღანის ინიციატივით, ოპოზიციური ძალები იდლიბიდან მძიმე ტექნიკას გაიტანენ. პრობლემად რჩება ჯაბჰატ ან ნუსრას და სხვა დაჯგუფებების მრავალათასიანი ძალები, რომელთა გაყვანაზე ასევე მიღწეულია შეთანხმება ასტანას ფორმატის ფარგლებში. ვნახოთ როგორ განვითარდება.
2. უკრაინამ რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულება ძმობის, ყმობის და სიამტკბილობის შესახებ გაწყვიტა. აპირებს სხვა ხელშეკრულებების გადახედვასაც. კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება. თუმცა, ჩვენ უახლოესი 1,5 თვე და ალბათ შემდგომშიც, მოგვიწევს ზიზღით სავსე სივრცეში ცხოვრება. სოც. ქსელის პოსტები, კომენტარები ქილიკით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობითაა სავსე. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება, გამორიცხულია. კი ვიცი რაც არის საჭირო, მაგრამ…”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები