ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა

  თემქაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 70 წლამდე ასაკის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა მე-11 მიკრორაიონში, პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ “ფოლკსვაგენის” მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „წინასწარი ინფორმაციით, ფეხით მოსიარულეს “ფოლკსვაგენის” მარკის ავტომობილი დეჯახა, ავარიის შედეგად ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც გაჩერებაზე იდგა“, – განუცხადეს „კვირას“ სამაშველო სამსახურში.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, 50 წლის მამაკაცი, რომელსაც სხცვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები