თამარ ჩუგოშვილი: ჩვენთვის პრიორიტეტი პარლამენტის გაძლიერებაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიციას ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს მაკონტროლებელი ფუნქცია, – ამის შესახებ ჩუგოშვილმა სემინარზე სახელწოდებით “საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის როლი” სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
“ჩვენთვის პრიორიტეტია პარლამენტის გაძლიერება, დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამ მიმართულებით. პირველი რასაც გამოვყოფდი ამ მიმართულებით არის, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალაში შევა, მას შემდეგ რაც არჩეული იქნება პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია ის თუ როგორ არის ფუნქციები გადანაწილებული, საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის, ამ კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გააძლიერა არა მხოლოდ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, არამედ მან გააძლიერა ოპოზიციისაც, ახლა პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს აღმასრულებელ შტოს და გაცილებით მარტივად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, კონსტიტუციურად ამ უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის დროს და ეს აძლევს უფრო დიდ საშუალებას ოპოზიციას, რათა განახორციელოს მან ეს მაკონტროლებელი ფუნქცია, მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო ჯგუფებში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ოპოზიციისთვის”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები