მიხეილ სააკაშვილი: აეროპორტში შევხვდი საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც კბილები არ აქვთ

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის მმართველობისას პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ ვადაზე ადრე შეწყდა, ამჟამად უკბილო ქართველების მდგომარეობაზე აღშფოთებას ვერ მალავს.
„ვარშავის აეროპორტში შევხვდი საქართველოს მოქალაქეებს, კბილები არ აქვთ, ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსულები არიან აქ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2”ეთერში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, ის შეხვდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროპაში სამუშაოდ ჩადიან.
„ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამ გაჭირვების ფონზე, როცა ხალხს არ სთავაზობენ, როცა ხალხს უჭირს, პურის ფული არ აქვს… ამ ხალხს ყოველდღე ვხედავ, ვარშავის აეროპორტში შემხვდნენ რამდენიმე დღის წინ. კბილები არ აქვთ. მუშები ჩამოდიან „ვიზეარის“ რეისით, აი, კბილები არ აქვთ. საშუალოდ 40-45-50 წლის მამაკაცებზეა საუბარი, რომლებიც ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსულები არიან აქ. უკიდურესი გაჭირვებაა, 93 პროცენტზე მეტი ცხოვრობს დასაშვებ ნორმებზე ქვემოთ. ორჯერ გაიზარდა ზუსტად სიღარიბე. ამ ფონზე, როდესაც საკონტროლო გასროლას ახდენენ საქართველოს თავში, ყველა ვალდებულია, ეს საკონტროლო გასროლა საკუთარ თავზე მივიღოთ, მაგრამ ის არ მოხვდეს საქართველოს. არ მინდა, ძალიან დრამატულად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს. მე ვარ ძალიან გაბრაზებული, მე ვარ ძალიან დაზაფრული, მაგრამ მე ვარ ასევე ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ დავამარცხებთ მათ 28 ოქტომბერს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისათვის, საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ 2012 წლის 11 აგვისტოს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მედიკოსების ჯგუფი 50 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას ჩაუტარებდნენ.
თუმცა, საპრეზიდენტო პროგრამა ვადაზე ადრე შეწყდა.
პროექტის შეწყვეტის გამო კი, ადგილობრივები კბილების გარეშე დარჩნენ.
კბილების უფასოდ ჩასმა მხოლოდ, რამდენიმე ადამიანმა მოასწრო. „ღიმილიანი საქართველოს” ხელმძღვანელი პროექტის შეჩერებას მთავრობის შეცვლას უკავშირებს.
იმერეთის და გურიის მოსახლეობის უმრავლესობა, მაშინ თითქმის უკბილოდ დარჩა.
კბილები ბიძინა ივანიშვილმა ჩაგისვათ, დაახლოებით ასეთი გახდა ყოფილი ხელისუფლების მიდგომა იმ პროექტებზე, რომლებიც არჩევნების წინ სააკაშვილისთვის აქტუალური იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები