მიხეილ სააკაშვილი: მადლიერება უნდა გამოვხატოთ იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც ერის გადაშენების ნარკოკარტელურ გეგმას აპროტესტებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც მარიხუანას შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს, მადლიერება უნდა გამოვხატოთ. შესაბამის პოსტს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“ყველამ უნდა გამოვხატოთ მადლიერება იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც პროტესტს გამოხატავს ერის გადაშენების ნარკოკარტელური გეგმის წინააღმდეგ. ეს არის დიდი ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა!”, -წერს მიხეილ სააკაშვილი.
გუშინ, თბილისის საკრებულოსთან, სასულიერო პირებმა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებისა და კანაფთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინიციატივები მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები