ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებული საცხოვრებელი სახლების და მანქანების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ზაზა ხ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, -აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები