სამცხე-ჯავახეთში სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში, ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების სათავე ნაგებობის და მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, ეწყობა​ წყალაღების ტიპის სათავე ნაგებობები, წყალგამშვები ჭები, მილხიდები. ძველი, ამორტიზებული არხი მთლიანად იცვლება დამის ნაცვლად, მონოლითური ბეტონის არხი მონტაჟდება. ყაურმა-მამწვარას და მამწვარას სარწყავი სისტემების კაპიტალური გამართვით, მოირწყვება ნინოწმინდის სამი სოფელი. სოფლების – ჯიგრაშენის, ყაურმის და მამწვარას მოსახლეობა სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 1 315 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.
აღნიშნული სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაცია“ შემოდგომაზე დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები