გიგი წერეთელმა საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

პოლონეთის დედაქალაქში ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის OSCE/ODIHR ორგანიზებით, კონფერენცია – „ადამიანური განზომილების განმახორციელებელი შეხვედრა” (HDIMs) გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა მიმართა, რომელმაც თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების ფონზე ადამიანური განზომილების მნიშვნელობასა და მის პრიორიტეტულობაზე ისაუბრა.
„ჩვენი მთავარი მიზანია ეუთოს არეალში მცხოვრები მილიარდამდე ადამიანის ცხოვრება უკეთესი გავხადოთ. ჩვენი მოვალეობაა უზრუნველყოთ მათი სურვილი, რაც თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებას უკავშირდება. სადაც დემოკრატიული დებატების ფორმები კი არ იზღუდება, არამედ პირიქით, მათი გაძლიერება და განვრცობა ხდება. სადაც ჟურნალისტების საქმიანობას პატივს სცემენ და არ აპატიმრებენ და არ კლავენ. სადაც რიგითი მოქალაქის მოსაზრებას იზიარებენ და არ უგულვებელყოფენ”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ადამიანურ განზომილებაზე საუბრისას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, კონფლიქტურ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხს შეეხო და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა. გიგი წერეთელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ლტოლვილთა და მიგრანტთა საკითხი კვლავაც აქტიურად დგას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და საერთაშორისო ფორუმების დღის წესრიგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები