ფინეთში ქარხანაში გაჩენილი ხანძრის გამო ქალაქიდან მოსახლეობა გაიყვანეს (ვიდეო)

ფინეთის სამხრეთით, ქალაქ სალოში, სანთლის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. იწვის 200 ტონა პარაფინი. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
შეტყობინება Kynttilä-Tuote Oy – სანთლის ქარხანაში ხანძრის გაჩენის შესახებ, სამაშველო სამსახურში 6:05 საათზე შევიდა. ადგილზე 30 სახანძრო დანაყოფი მუშაობს. მსხვერპლსა და დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
“შენობაში 200 ტონა პარაფინი იწვის. დაწყებულია ახლო მდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაცია. ქალაქში გადაადგილება შეზღუდულია. ხანძარი ბევრ ტოქსიკურ ნივთიერებას გამოყოფს”, – ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები