თურქეთში დაღუპულების რიცხვი 300-მდე გაიზარდა

   თურქეთის ქალაქ სომაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თანერ იალდიზის განცხადებით, სამი მუშა კვლავ ნანგრევებში რჩება, ხოლო 15 მაღაროელის ცხედარი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
სომას მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის რამდენიმე ქალაქი ანტისამთავრობო დემონსტრაციებმა მოიცვა სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.მოსახლეობა ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები