დიმიტრი მედვედევი: ყირიმი უკრაინას არასოდეს დაუბრუნდება

  რუსეთი არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას ყირიმის რუსეთთან შეერთების საკითხის შესახებ. რუსეთთან ყირიმისა და სევასტოპოლის შეერთებაზე გადაწყვეტილება ახალგაზრდა თაობისთვის და ოპონენტებისთვის განხილვასა და ახსნას არ ექვემდებარება,- განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.
“ჩვენი საგვარეულო მიწების დაბრუნება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ეს რთული ასახსნელია”,-განაცხადა მედვედევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების ირგვლივ განსხვავებული აზრი ტრიალებს, თუმცა მათ ხალხის უმრავლესობა უჭერს მხარს. „რუსეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და მის შეცვლას არ აპირებს. ყველაფერი უკვე შესრულებულია და ეს უკვე რუსეთის ტერიტორიებია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები